უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი აარიდონ „პრორუსულ სამშვიდობო მოქმედებებს“ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ. რეზნიკოვის თქმით, იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი საკომუნიკაციო არგუმენტი, რომელიც გასაგებია რუსეთის ფედერაციისთვის. ცნობისათვის, გუშინ, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთის შუამავლობით უნდა დასხდნენ.