Leopard 2 ტიპის 6 ტანკი, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა, ესპანეთის საპორტო ქალაქი სანტანდერი დატოვა და დანიშნულების ადგილისკენ მიემართება. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ტანკებმა სანტანდერი 20 ერთეულ მძიმე სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დატოვეს. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ამ ექვსი ტანკის გარდა, Leopard 2 ტიპის კიდევ 4 ტანკი, რომელსაც რემონტი უტარდება, უკრაინაში რაც შეიძლება მალე გაემგზავრება.