მშობლების პროტესტი გრძელდება - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ისევ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მათი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ისინი კიდევ ერთხელ მიმართავენ სახელწმიფოს,რომ გამოიყოს თანხა იმ მედიკამენტისთვის, რომელსაც მათი თქმით, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არაერთი ქვეყანა იყენებს. მშობლები მთავრობის კანცელარიასთან უწყვეტი პროტესტის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მთავრობის კანცელარიასთან დაწყებულ უწყვეტ პროტესტს დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებიც უერთდებიან.