შალვა პაპუაშვილი 24-25 აპრილს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის ორმხრივი შეხვედრები, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან. ვიზიტში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს. წელს, კონფერენციის განხილვის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის რეაგირება იქნება.