კლინიკა "ვივამედის" ექიმების განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა. კლინიკის ექიმი, თამარ ჭანტურია ამბობს, რომ გონების კარგვის დროს, სააკაშვილთან პალატაში მხოლოდ მისი დედა, გიული ასალანია იმყოფებოდა, მისი შესვლის მომენტში კი პაციენტი კონტაქტური და ადეკვატური იყო. გონების კარგვის ფაქტს ადასტურებს, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.