აშშ-ის სამხედროებმა სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ზუსტად რამდენი ადამიანი გაიყვანეს თვითმფრინავებით სუდანიდან. თუმცა, ოპერაციამდე, CBS News-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 70 თანამშრომლის ევაკუაცია იგეგმებოდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მეორე ევაკუაცია მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სუდანის დედაქალაქში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო. მანამდე, შაბათს, 150-ზე მეტი მოქალაქის, დიპლომატისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.