დაიწყებს თუ არა პარლამენტი ე.წ ქოლცენტრების საქმის გამოძიებას - მომდევნო სამუშაო კვირას პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავს. ინიციატივის ავტორი, გიორგი გახარიას გუნდია. პარტიის წევრების განცახდებით, სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით სახელმწიფოს არანაირი რეაგირება არ აქვს, ამიტომ ამ საქმის გამოძიება საკუთარ თავზე სწორედ პარლამენტმა უნდა აიღოს. საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას მხარს უჭირს საპარლამენტო ოპოზიცია. კომისიის შექმნის მოტივაცია ისევ გაუგებარია მმართველი პარტიისთვის.