მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმტანმა დესერტის გაფორმება სპეციალური აალებადი ხელსაწყოთი სცადა, რა დროსაც ჭერი აფეთქდა. პოლიცია ხანძრის გაჩენის სხვა წყაროებსაც არ გამორიცხავს. სტუმრები შენობის დროულად დატოვებას ცდილობდნენ, რა დროსაც ხანძრის მეორე კერა გაჩნდა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელია.