სუდანიდან შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის დიპლომატებისა და ამავე ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია საჰაერო გზით მოხდება. ბოლო ინფორმაციით, სუდანის არმია და „სწრაფი რეაგირების ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ, შესაბამისად უცხო ქვეყნების დიპლომატებისა და მოქალაქეების გაყვანა უახლოეს რამდენიმე საათში უნდა დასრულდეს. ბოლო ინფორმაციით, სუდანში დაპირისპირების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა.