უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ნიურნბერგს სულ უფრო უახლოვდება. „რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ყოველი მსგავსი შეხვედრა არამხოლოდ ეხმარება უკრაინულ ჯარს, არამედ მიმართულია დამნაშავეების პასუხისმგებლობისკენ. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება აუციელებლად პასუხს აგებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის.