მარტის აქციების დროს დაკავებული თორნიკე აკოფაშვილი სასამართლო სისტემას უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მოთხოვნას ასევე იზიარებენ სამოქალაქო ორგანიზაციებიც. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სანქცირებული მოსამართლეების პირობებში, სასამართლო სისტემას ნულოვანი ნდობა გააჩნია. გამოძიება თორნიკე აკოფაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, თუმცა ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.