ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება პაციენტებისათვის აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველოც მზადაა, რომ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები. გაბუნიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო მზადაა დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა კომპლექსური პროცესია, რომელშიც მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.