პარტია „ლელო“ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის შეძენის მიზნით სახელმწიფო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის. ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები უნდა გაერთიანდნენ, რათა აქონდროპლაზიით დაავადებულმა ბავშვებმა მათთვის აუცილებელი წამალი მიიღონ. ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამ ფონდში მამუკა ხაზარაძე 100 000 ლარის ოდენობის პირველი შენატანით შევა.