სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავა - რას ჰყვება დაკავებულის მეგობარი? - Palitra News

სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი დააკავა - რას ჰყვება დაკავებულის მეგობარი?

2023-04-22 20:11:48+04:00

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, მალხაზ პაქსაშვილის მეგობრის ლევან დუიშვილის განცხადებით, გამორიცხულია, რომ პაქსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.

როგორც დუიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მალხაზ პაქსაშვილი არა სირიაში, არამედ თურქეთში იმყოფებოდა და ამ დრომდე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ იყო.