უკრაინამ რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჯამურად 320-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და 40 ფიზიკურ პირს ეხება. ფიზიკური პირებიდან 25 რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის მოქალაქე, 2 ირანის მოქალაქე, 8 მალის მოქალაქე და ერთი პირი დაუდგენელი მოქალაქეობით.
სანქცირებული კომპანიების უმრავლესობა რადიოელექტრონიკისა და კავშირის სფეროს ეხება.
10-წლიანი სანქციები ასევე 60 იურიდიულ პირს ეხება, რომელთაგან 8 შვეიცარიული კომპანიაა, 5 - ფრანგული, 2 კვიპროსში არის დარეგისტრირებული, 1 - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, 1 - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, 1 - მალტაზე, 1 - ლუქსემბურგში, 1 - სომხეთში, 1 - გერმანიაში, 1 - ესპანეთში, 1 - ტაივანში, 1 - სინგაპურში, დანარჩენი კი რუსეთი ფედერაციაში.
იურიდიულ პირებს შორის არის რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია და რუსული პოლიტიკური პარტიები - რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, „ერთიანი რუსეთი,” „ახალი ხალხი” და „სამართლიანი რუსეთი.” სანქციები 10 წლის ვადით არის მიღებული.