უკრაინაში გრძელდება რუსული სამხედრო აგრესია. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფრომაციით, რუსეთმა უკრაინაში 185 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 კი - ბოლო ერთ დღეში. საომარი მოქმედებების ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება. გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა 4 მიმართულებით მტრის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 4 საბრძოლო დაჯავშნილი მანქანა, 4 საჰაერო თავდაცვის სისტემა, საავტომობილო ტექნიკის 5 და სპეციალური ტექნიკის 3 ერთეული.