ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ნატოს გაფართოებისკენ სწრაფვა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგია. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის დროს ბევრი რამ არასწორად გათვალა.