დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტი მაისში დაუბრუნდება. შემდეგი კვირა საკანონმდებლო ორგანოში არის საკომიტეტო, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მომავალ თვეში გადაინაცვლებს. ოპოზიციის ნაწილი კი გაჩერებას არ აპირებს - "სტრატეგია აღმაშენებელს" გეგმავს, რომ დაიწყოს ქუჩის პროტესტი. აქციების იდეას, ოპოზიციაში სხვადასხვაგვარად აფასებენ, მმართველი გუნდი კი იმეორებს, რომ ოპონენეტების მიზანია დესტაბილიზაცია. „ქართული ოცნების“ შეფასებით, სასამართლო სისტემა ოპოზიციის შეტევის ერთ-ერთი ობიექტია.