უკვე მეოთხე დღეა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობელთა ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. მოთხოვნები უცვლელია - მშობლები შვილების გადასარჩენად სპეციალური მედიკამენტის საქართველოში შემოტანას ითხოვენ. საუბარია აქონდროპლაზით დაავადებულ 12 ბავშვზე.