ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ძალიან მალე უკრაინის ჯარს უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლების საშუალება ექნება. მისივე თქმით, „რამშტაინის ფორმატში“ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სხვადასხვა სისტემების აღრიცხვა იყო, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა მეტი ტერიტორია დაიბრუნოს. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე გადასცეს. მისი თქმით, ალიანსი ახლა უკრაინის გამარჯვებაზე არის კონცენტრირებული.