უკრაინის უმაღლესი რადა დაჯგუფება „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ვებგერდზე არის გამოქვეყნებული. უკრაინის პარლამენტის განმარტებით, ომის დროს დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო ის ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს. კანონპროექტრი ასევე იმ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებასაც გულისხმობს, რომლებიც დაჯგუფებას აფინანსებენ. უკრაინის უმაღლესი რადა სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც მოუწოდებს, რომ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.