თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტებმა სხვადასხვა ქართულ კომპანიაში საწარმოო პრაქტიკა გაიარეს. აღნიშნული პრაქტიკის შედეგად, ისინი წარმატებით დასაქმდნენ. უნივერსიტეტის განცხადებით, დასაქმების ბაზარზე კვალიფიციური კადრების გამოსაზრდელად უნივერსიტეტში თეორიულ კურსთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ ნაწილსაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორი კომპანიები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.