მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საბჭოს წევრებს პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო. ასევე ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართულობას. სხდომის მონაწილეებმა განიხილეს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა, რომლის შედეგად მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება დ უსაფრთხოების დონე ამაღლდება. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2022-2028 წლების პროგნოზებს. სხდომაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკული პროექტები და ახალი ინიციატივები.