საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნებს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ილია დარჩიაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ. დეკლარაციის ფარგლებში, საქართველომ და იტალიამ უფრო მაღალ დონეზე უნდა აიყვანონ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები. მინისტრებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს.