საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას დაესწრება. მხარეები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოებასა და ამ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. ასევე აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. გარდა ამისა, დაგეგმილია ილია დარჩიაშვილი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან.