13 ოპოზიციონერი დეპუტატი ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში ლევან დავითაშვილს იბარებს. ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში დაბარება ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, თუ როდის დაიწყება პორტის მშენებლობა და ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ პორტის პროექტი რუსი ინვესტორის ხელში აღმოჩნდეს.