პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ ე.წ ქოლ-ცენტრების საქმე პარლამენტში გამოიძიონ. ოპოზიცია დარწმუნებულია რომ „ქართული ოცნება“ ამ კომისიის შექმნას ხელს შეუშლის, რადგან ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან თავად მმართველი პარტიის წევრები დგანან. საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას დადებითად აფასებს თინა ხიდაშელიც, თუმცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას ისევე გაურთულდება, როგორც ეს მოსამართლეების შემთხვევაში მოხდა.