სუდანში მყოფი საქართველოს ათეულობით მოქალაქე დახმარებას საჭიროებს. საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ უწყება აკეთებს მაქსიმუმს, რომ ქართველები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამინისტრო მუდმივ კავშირზეა პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შეგახსენებთ, რომ სუდანის ჯარსა და დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირების გამო, სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია ერთ კვირაზე მეტია ვერ ხერხდება. მათი დიდი ნაწილი ავიაკომპანიის თანამშრომელია.