სამწუხაროდ, მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ჩვენ ასეთი რეალობა გვაქვს - არ არსებობს არცერთი ქვეყანა ჯერჯერობით, რომელსაც აქვს რაიმე კონკრეტული პროტოკოლი ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ ჯერჯერობით არცერთ ქვეყანაში სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში არ არის.