თურქეთის პროვინცია კაჰრა მან მარასს, სადაც თებერვალში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, თავს ძლიერი შტორმი დაატყდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძლიერი შტორმისა და წვიმის შედეგად რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. ძლიერმა ქარიშხალმა კარვების ქალაქი გაანადგურა, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები იმყოფებოდნენ.