ანა ბუჩუკური აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე - სულ რაღაც 7 მილიონზეა საუბარი, მაშინ როდესაც საქართველოს ბიუჯეტი 700 მილიონით გაიზარდა - Palitra News

ანა ბუჩუკური აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე - სულ რაღაც 7 მილიონზეა საუბარი, მაშინ როდესაც საქართველოს ბიუჯეტი 700 მილიონით გაიზარდა

2023-04-21 20:19:18+04:00

სულ რაღაც 7 მილიონზეა საუბარი, მაშინ როდესაც საქართველოს ბიუჯეტი 700 მილიონით გაიზარდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პრობლემა არის ის, რომ წელიწად ნახევარია მშობლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.