ამერიკული Vogue-ის მაისის ნომერი კარლ ლაგერფელდს ეძღვნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
წლევანდელი Met Gala ლეგენდარულ დიზაინერ კარლ ლაგერფელდს ეძღვნება. ღონისძიება პირველ მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში ჩატარდება. ცოტა ხნის წინ, ვოგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წლევანდელი წითელი ხალიჩის დრეს კოდი შემდეგია: კარლის არქივული კლასიკური ლუქი, კარლის თანამედროვე, სპორტული ლუქი, ან სხვა დიზაინერების ნამუშევრები კარლის სტილში.
შეგახსენებთ, რომ კარლს ნამუშევარი აქვს არა მხოლოდ Chanel-ში, მას თითქმის 50 წლიანი კარიერა ჰქონდა Fendi-ში, უმუშავია Balmain-ში, Chloe-სა და Patou-ში, ისევე, როგორც საკუთარ ბრენდში. ამიტომ, ვარსკვლავებსა და მათ სტილისტებს დიდი არჩევანის საშუალება აქვთ.