ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების შემსწავლელი მისიის სტარტი ბოლო წუთს გადადო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებისთვის ამინდის პირობები მიუღებელი აღმოჩნდა. რაკეტას Ariane 5 სტარტი საფრანგეთის გვიანადან 16:15 საათზე უნდა აეღო, თუმცა სპეციალისტებმა ელვის გამო მისიის სტარტი ხვალისთვის გადადეს.
წარმატებული სტარტის შემთხვევაში სატელიტს დანიშნულების ადგილამდე მისაფრენად 8 წელი დასჭირდა. რაკეტა დედამიწისა და ვენერის გრავიტაციას გამოიყენებს, რათა იუპიტერამდე მისაღწევად საკმარისი ენერგია ჰქონდეს.
მისიის Jupiter Icy Moons Explorer („იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების მკვლევარი“) ბიუჯეტი 1,6 მილიარდი ევროა. მისი მიზანია გაარკვიოს, არსებობს თუ არა იუპიტერის დიდ მთვარეებზე - განიმედზე, კალისტოსა და ევროპაზე მარტივი სიცოცხლის მხარდაჭერისთვის საჭირო პირობები.