ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.
„ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება.
„როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია აღარ განმეორდება, რომ რუსეთს აღარ შეეძლება განაგრძოს თავდასხმა და კვლავ აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინას სტუმრობდა.