"დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს" - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთი აქცია დღეს გამართეს. როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მედიკამენტ , რომელსაც ისინი უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ, მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მისი მიღება მაქსიმუმ 16 წლის ასაკამდეა ეფექტური.
მშობლების მტკიცებით, წამალი ლიცენზირებული და ხელმისაწვდომია 20-ზე მეტი ქვეყნისთვის, ამიტომ მედიკამენტის ლოდინში დაკარგული ყოველი წუთი დანაშაულია მათი შვილების წინააღმდეგ. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდენენ.