პარტია “საქართველოსთვის” წევრები აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებენ. როგორც მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხელისუფლებამ პრიორიტეტები უნდა გადააფასოს და ძვირადღირებულ ნაგვის ურნებზე 10 მილიონიანი ტენდერის გამოცხადებამდე, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დახმარებაზე იფიქროს.
პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანი და მისი გასაჭირი არ არის მთავარი საზრუნავი, ამიტომ მოქალაქეები მარტო რჩებიან საკუთარი პრობლემების პირისპირ.