საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით იბარებს. შესაბამისი განცხადება, რომელსაც 13 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააჟღერა. მისი განმარტებით, დეპუტატებს მინისტრთან კითხვები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ექნებათ.
მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ანაკლიის პორტის მშენებლობა გაჩერებულია, რის გამოც ქვეყანა უზარმაზარ შანსებს კარგავს.