იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. მანიფესტანტები აშშ-ს მიერ დასანქცირებული ოთხი მოსამართლის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. „ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეფასებით, თუ „სასამართლო კლანი“ მმართველობაში დარჩება საქართველოს ევროპული მომავალიც დასრულდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მსგავსი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სანქცირებულ მოსამართლეებს არ გაათავისუფლებს.