სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა რომელსაც ოპოზიცია აანონსებდა უშედეგოდ დასრულდა. მმართცელმა პარტიამ კვორუმში მონაწილეობაზე უარი სამჯერ თქვა და განმარტა რომ საგამოძიებო კომისიის მიმართ გამოცხადებული ბოიკოტი მოსამართლეების სოლიდარობას ემსახურება. ოპოზიცია ამბობს რომ ქართულ ოცნებას ეშინია და მათი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ე.წ კლანს ხელისუფლება მფარველობს.