"ჩემო სიყვარულო, თბილისო" - სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად თბილისს უმღერის.
სოფი ლორენის ქართველი სარძლოს შესახებ ინფორმაცია პირველად ქართულ მედიაში გავრცელდა. ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის რომანზე უამრავი დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის ორ წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად 2016 წელს, ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.