უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრამდე შედგა.
„გასული წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინას უზარმაზარი შესაძლებლობები მისცეს. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ცნობისათვის, „რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების და უკრაინელების საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხები შედის.