ესტონეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეიარაღების დამატებით პაკეტს გამოუყოფს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა. ჰანო პევკურმა განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება და ვაცნობე ახალ მთავრობას, რომ ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას გაუგზავნის 155 მმ-იან ჭურვებს, როგორც ჩვენს წილს ევროკავშირის შეთანხმებაში, რომელიც უკრაინისთვის 1 მილიონი ჭურვის გაგზავნას ითვალისწინებს, ასევე ღამის ხედვის მოწყობილობებსა და 5.56 მმ საბრძოლო მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, მარტში, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მომავალი 1 წლის განმავლობაში ერთ მილიონ ჭურვს გაუგზავნიან.