პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ „ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“. მთავრობის მეთაური აღნიშნავს რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდა.