ტურინის იუვენტუსს ზუსტად 3 თვის წინ, 20 იანვარს დაკლებული 15 ქულა დაუბრუნეს. თავის დროზე, იუვეს კაპიტალის ხელოვნური მოგებისა და ყალბი ხარჯთაღრიცხვის ბრალდებით იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სატურნირო ცხრილში 15 ქულა ჩამოაკლო, რაც ტურინული გრანდის ხელმძღვანელობამ გაასაჩივრა და შედეგსაც მიაღწია.
ტურინელთა აპელაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რადგან განაჩენი დროებითია. უფრო კონკრეტულად:იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სასამართლოს განცხადებით, არ არსებობს კონკრეტული კანონი და დებულება, რის საფუძველზეც "ბებერ ქალბატონს" ასეთი სასჯელი დაეკისრა. CONI-ს გადაწყვეტილებით, საქმე თავიდან განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდა, სადაც 1 თვე ექნებათ განაჩენის გადასახედად. ასე, რომ ჯერ გადაწყვეტილება საბოლოო მაინც არ არის, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სიტუაცია კიდევ შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ფაქტია, რომ იუვეს ქულები დაუბრუნეს, ჯერჯერობით დროებით, მაგრამ მაინც.
ამგვარად, სერია A-ში სატურნირო მდგომარეობა ისევ შეიცვალა: იუვენტუსს 59 ქულა გაუხდა, რის შედეგადაც მე-7 ადგილიდან მე-3 პოზიციამდე აღზევდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ლაციოს, ხოლო ლიდერ ნაპოლისთან ჩამორჩენა მაინც ძალიან სოლიდურია - 16 ქულა.