ავსტრიამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. საკითხზე განცხადება, ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა, მაგნუს ბრუნერმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ბრაიან ნელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტური გამოყენება ავსტრიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესებშია.