ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსებისა და ბელარუსების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად სეიმის წევრების 77 ხმა იყო საკმარისი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, დოკუმენტს 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.
კანონის მიღებული ვერსია 2024 წლის მაისამდე ლიეტუვაში რუსებისა და ბელარუსების მიერ ვიზების მიღების შესაძლებლობას და უკრაინული გრივნას შეტანასა და გატანაზე აწესებს შეზღუდვებს.
ამას გარდა, რუსებს უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა დროებით ჩამოერთმევათ, ხოლო დროებით საცხოვრებელ უფლებაზე მათი განცხადებები გარკვეული დროის განმავლობაში არ მიიღება.