ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ფრონტზე აქტიური მოქმედებების განსახორციელებლად ემზადება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მოქმედებები გარდაუვალია.
ზელენსკის თქმითვე, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებების ფარგლებში საუბარი უკრაინის დაცვის საკითხებს შეეხო და ქვეყანა „რამშტაინის“ მორიგი შეხვედრისათვის ატიურად ემზადება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში გაიმართება.