აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტი კვლავ გრძელდება. მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან კიდევ ერთხელ შედგა, თუმცა კვლავ უშედეგოდ.ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ ევროპული ქვეყნების სახელმწიფო პროგრამაში არ შედის ის მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც მშობლები ითხოვენ.
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის მინისტრს უნდობლობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართეს. როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვთა უფლებებზე. მშობლების განცხადებით, ისინი იქამდე არ შეწყვეტენ აქციებს, სანამ არ შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.