21 აპრილს ქუთაისში +16 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +7 გრადუსია, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +20 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე და +7 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ომალოშიც, სადაც დღისით +5, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.