უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის გარდა თაფლისა და გარკვეული ხორც პროდუქტების იმპორტიც აკრძალა. მისი თქმით, უნგრეთის მიერ მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 25 პროდუქტს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მარცვლეული, მზესუმზირა, ფქვილი, ზეთი, თაფლი და გარკვეული ხორც პროდუქტები. იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს.